კომპანიის სერვისებს 2023 წლის 27 ივნისიდან დაემატა საბორნე მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს ორ ქვეყანას შორის (საქართველო რუმინეთი) საბორნე
მიმოსვლას სატვირთო გემი „ვილნიუსის“ მეშვეობით. ყოველ რეისზე ITMC გაძლევთ 50 ადგილის შეძენის შესაძლებლობას. ჩვენი რეგულარული მიმოსვლა შავ ზღვაზე ხელს უწყობს ტრანსპორტირების განხორციელებას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტრანსკასპიური შუა დერეფნის განვითარებაში. საბორნე მარშრუტი შეადგენს რეგულარულ გადაადგილებას ფოთი-კონსტანცა, კონსტანცა-ფოთის მიმართულებით.
მომსახურების უნიკალურობას წარმოადგენს უმოკლეს დროში (48 სთ) ტვირთების
ტრანსპორტირება.
სერვისის უპირატესობებია:
ყოველკვირეული მიმოსვლა
48 საათი- სატრანზიტო ვადა
მარტივი საბაჟო პროცედურები
კომფორტული კაბინები
ფიტოსანიტარული ანალიზი ადგილზე
პარკინგი და ინფრასტრუქტურა ორივე ქვეყანაში
ITMC გუნდის მთავარი მიზანია, გავაძლიეროთ კავშირი და ხელი შევუწყოთ
ეკონომიკურ ზრდას ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის, სწრაფი და ხელმისაწვდომი
საბორნე მომსახურების შეთავაზებით.